კახა კალაძე: მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება

კახა კალაძე

მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან რუსეთთან დიალოგის მზაობას, ესეც ორმაგი სტანდარტის მორიგი მაგალითია.

„ეს დამოკიდებულება არ ეხება მხოლოდ რუსეთთან ურთიერთობას. თუ გავიხსენებთ კანონებთან დაკავშირებით მაგალითებს, დავინახავთ, რასაც ახსნა-განმარტებების გარეშე გვიკრძალავდნენ, თვითონ იმავეს აკეთებენ, იმავე ტიპის კანონებს იღებენ. ესეც ორმაგი სტანდარტის მაგალითია. მიუხედავად შემოტევებისა, სიცრუისა, შანტაჟისა, ვალდებული ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ ისე, როგორც ჩვენს ქვეყანას სჭირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.