საპენსიო ფონდი სპეციალურ ინფორმაციას ავრცელებს
1768217479
დედაქალაქის მერი კახა კალაძე კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოში არაბული ინვესტიციის საკითხს, რომელიც კომპანია Eagle Hills Georgia-ს პროექტს ეხება.
როგორც მან მედიასთან საუბრისას აღნიშნა, მსგავსი მასშტაბის პროექტის განხორციელება ხელს უწყობს ეკონომიკურ განვითარებას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, თუმცა, გარკვეული ჯგუფები ავრცელებენ ტყუილს, რაც სახელმწიფოზე პირდაპირი შეტევაა.
„შემთხვევითი არ არის, რომ ვხედავთ რამდენი ტყუილი და სიბინძურე ვრცელდება აღნიშნული პროექტის გარშემო. პირდაპირ სახელმწიფოზე შეტევა მიდის. ვიცით, რა ძალები გვებრძვიან, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარედან. ამ ადამიანებს არ სიამოვნებთ ის, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ვითარდება, გვაქვს ეკონომიკური წინსვლა, აღმშენებლობა და ა.შ.
ვფიქრობ, საზოგადოება თავად შეაფასებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება ჩვენი ქვეყნისთვის. მსგავსი ტიპის პროექტები ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, პოზიტიურ გავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვანია იმ ქართული კომპანიებისთვისაც, ვინც სამშენებლო სფეროში არიან ჩართულნი”, - აღნიშნა თბილისის მერმა.