იურიდიულმა კომიტეტმა მეორე მოსმენით განიხილა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილება, რომლითაც განისაზღვრება მედიატორთა განგრძობადი პროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცებასა და აღსრულებასთან დაკავშირებული საკითხები

კომიტეტი

 პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილება, თანმდევ კანონპროექტებთანერთად, მეორე მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.

საკანონმდებლო ცვლილებებით, განისაზღვრება მედიატორთა განგრძობადიპროფესიული განვითარების სისტემის დამტკიცებასა და აღსრულებასთანდაკავშირებული საკითხები.

ამასთანავე, კანონპროექტით საქართველოს მედიატორთა ასოციაციის ფარგლებში იქმნება ეთიკის კომისია და დგინდება მედიატორისთვის დისციპლინური სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილების საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატაში გასაჩივრების მექანიზმი.

საკითხი სხდომაზე ერთ-ერთმა ინიციატორმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა წარადგინა.

„მედიაციის შესახებ“ კანონში ცვლილებიდანგამომდინარე ცვლილებები ასევე შედის: „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში“ და „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.