წყალი 16 საათით შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1763405990
მაკა ბოჭორიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში, საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში გრძელდება. საგარეო უწყების ხელმძღვანელი დღეს ქნესეთის თავმჯდომარეს შეხვდება.
მანამდე მაკა ბოჭორიშვილი უკვე შეხვდა ისრაელის სახელმწიფოს სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების მინისტრს, ავი დიხტერს. ხაზი გაესვა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებულ მრავალწლიან პარტნიორობას სოფლის მეურნეობის სფეროში. მხარეებმა ასევე განიხილეს ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ასპექტები. ყურადღება გამახვილდა ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზე.
ვიზიტის ფარგლებში მაკა ბოჭორიშვილი ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრ იტამან ბენ გვირისსაც შეხვდა. მათ ორი ქვეყნის პარტნიორულ ურთიერთობებსა და ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უსაფრთხოებისა და სამართალდამცავ სფეროში არსებული ურთიერთობების დინამიკასა და ორი ქვეყნის სამინისტროებს შორის ეფექტიანი კოორდინაციის საკითხზე. კმაყოფილებით აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების პოზიტიური დინამიკა.