ისლანდია ევროკავშირის მიერ ახალი წევრებისთვის „გამოსაცდელი ვადის“ დაწესების იდეას აკრიტიკებს

ისლანდია ევროკავშირის მიერ ახალი წევრებისთვის „გამოსაცდელი ვადის“ დაწესების იდეას აკრიტიკებს

ბრიუსელმა „სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს“ ახალი წევრი ქვეყნებისთვის გარკვეული გამოსაცდელი ვადის დაწესების გეგმებთან დაკავშირებით, რომლის განმავლობაშიც მათი უფლებამოსილებები შეზღუდული იქნება. ამ თემაზე Euractiv-თან ინტერვიუში ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, თორგერდურ კატრინ გუნარსდოტირმა განაცხადა.

ბოლოდროინდელი წინადადებების კომენტირებისას, რომლებიც ევროკავშირის ახალი წევრებისთვის ისეთ სენსიტიურ საკითხებზე ვეტოს უფლების გამოყენების შეზღუდვას გულისხმობს, როგორიცაა დაბეგვრა და საგარეო პოლიტიკა, გუნარსდოტირმა აღნიშნა, რომ ეს იდეა „არცთუ ისე შთამაგონებელია“. მან გააფრთხილა ევროკავშირი, რომ „ამ გზით სიარულისას ფრთხილად უნდა იყოს“.

გუნარსდოტირმა განაცხადა, რომ ესმის, რატომ განიხილავს ბრიუსელი დამცავი ზომების შემოღებას „ორბანის 16-წლიანი მმართველობის“ შემდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ერთი ქვეყნის მიერ უკრაინის მხარდაჭერის დაბლოკვის პრევენციას ეხება.

29 აგვისტოს ისლანდიაში ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების განახლების საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდება.

ისლანდიამ ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი 2009 წელს, ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიტანა, თუმცა 2015 წელს მოლაპარაკებები მისივე ინიციატივით შეჩერდა. მაშინ ხელისუფლებამ ეს ევროზონის წარუმატებლობით ახსნა.