ბაბი კირკიტაძემ „ღამის შოუს ბენდი“ დატოვა - რა ხდება ცნობილი შოუს ანონსიდან?
1792783804
კონსტიტუციური სარჩელის სამ დღიანი განხილვა და ისტორიული პროცესი, რომელიც ორშაბათიდან განახლდება - საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე გადავა და სხდომები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. ორშაბათს გახდება ცნობილი, დააკმაყოფილებს თუ არა პლენუმი, გიორგი გახარიას პარტიის შუამდგომლობას, 20 ივნისის მოვლენებსა და სოფელ ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს განთავსების საქმეზე მმართველი გუნდის მოქმედი და მაშინდელი მაღალჩინოსნების გამოკითხვის მოთხოვნას.
იქამდე კი გახარიას პარტია, საქმის განხილვის ერთი თვით გადადებას და ერთ-ერთი მოსამართლის აცილებას ითხოვდა, რაც არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მხარე მოპასუხეს პროცესის ხელოვნურად გაჭიანურებაში ადანაშაულებს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, ისეთ შუამდგომლობებს აყენებდნენ და ისეთი ფორმით, რომელიც იმთავითვე განწირული იყო იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილებდნენ:
"ისეთ შუამდგომლობებს აყენებდნენ და ისეთი ფორმით, რომელიც იმთავითვე განწირული იყო იმისთვის, რომ არ დააკმაყოფილებდნენ. და ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ ამას უბრალოდ რაოდენობის დაგროვებისთვის აკეთებდნენ და არა რეალურად გადასაწყვეტად. ორშაბათიდან დაიწყება განხილვები, უკვე არსებითად განხილვის სტადიაზე გადავალთ.
მომხსენებელი მოსამართლე წაიკითხავს ამ სარჩელთან დაკავშირებულ საკითხებს. შემდგომში სიტყვა ჩვენ მოგვეცემა, მოსარჩელეებს. ჩვენი არგუმენტაცია ცნობილია, უკვე ძირითადი არგუმენტები საგამოძიებო კომისიის მასალებს ეყრდნობა, რომელიც დიდი ხანია გამოქვეყნებულია და საზოგადოებისთვის ცნობილია ეს ფაქტები.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ მყარი არგუმენტები გაგვაჩნია და რა თქმა უნდა, იმაში, რომ არ ვიყოთ დაიმედებული და დარწმუნებული, რომ ეს არგუმენტები იმდენად მყარია, რომ გადაწყვეტილება იქნება ის, რასაც ჩვენ ვფიქრობთ, რა თქმა უნდა, არც კი წამოვიწყებდით ამ პროცედურას,"- აცხადებს თენგიზ შარმანაშვილი.