დადგი ნაძვის ხე „ჯადოსნურ“ თარიღებში, რომ 2026 წელი იღბლიანი აღმოჩნდეს
1764178882
ის დამოკიდებულება, სტვენა არის კარგად ორკესტრირებული, ორგანიზებული ამ უსამშობლოების ქმედება ხელისუფლების წინააღმდეგ. გვებრალებიან ასეთი ადამიანები, - ასე ეხმაურება პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ზარქუა სპორტსმენების წინააღმდეგ დაწყებულ ბულინგს.
მისი თქმით, ის, რაც საკალათბურთო მატჩის შემდეგ გიორგი შერმადინის სიტყვას მოჰყვა, არის ლიბერალური ფაშიზმის მორიგ გამოვლინება.
გიორგი შერმადინმა ქართველი გულშემატკივრების წინაშე ბოლო თამაში ითამაშა. კალათბურთელი თითქმის 20- წლიან სანაკრებო კარიერას ასრულებს. მატჩის დასრულების შემდეგ მან მადლობა გადაუხადა ოჯახს, გულშემატკივარს და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც მის კარიერულ წინსვლაში წვლილი შეიტანა. სპორტის მხარდაჭერისთვის გიორგი შერმადინმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფოს და პრემიერ - მინისტრს. მის სიტყვას დარბაზში მყოფი რამდენიმე ადამიანის შეძახილი მოჰყვა.