ირაკლი ზარქუა გახარიას პარტიის მიერ საპარლამენტო საქმიანობის დაწყებაზე: ექნებათ შანსი, თავიანთი მხარდამჭერების აზრი მაინც გაახმოვანონ და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას, ან გაკოტრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს

ირაკლი ზარქუა

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა ჟურნალისტებთან გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ.

მისი თქმით, გახარიას პარტიას ექნება შანსი, თავიანთი მხარდამჭერების აზრი მაინც გაახმოვანონ, საკრებულოსა, თუ პარლამენტში და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას, ან გაკოტრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს.

„ჩვენ ვეუბნებოდით - ნუ გაგისწრებთ ენა, იყავით უფრო აქცენტირებული კონკრეტულ თემებზე. საფუძველი არ ჰქონდათ [პარლამენტში არშესვლის], არც არანაირი დარღვევა იყო საპარლამენტო არჩევნების დროს, სადაც [შედეგები] ეუთო/ოდირმა აღიარა. მიეცემათ შანსი თავიანთი მხარდამჭერების აზრი მაინც გაახმოვანონ, საკრებულოსა, თუ პარლამენტში. აწი მაინც მოიქცნენ ჭკუით და არ აჰყვნენ უცხო ქვეყნის დაკვეთას, ან გაკოტრებულ პოლიტიკურ ორგანიზაციებს“, - აღნიშნა ზარქუამ.

გიორგი გახარიას პარტიის წევრები საპარლამენტო საქმიანობას დღეს იწყებენ.