პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1776269809
საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებთან.
„საგარეო საქმეთა მინისტრი, ინტერპელაციის პლატფორმის გამოყენებით, პარლამენტში ოპოზიციის მიერ დასმულ კითხვებს საკმაოდ ამომწურავად და არგუმენტირებულად პასუხობს. გახარიებმა თითქოს ოპოზიციური მუხტი შემოიტანეს, მაგრამ არ გამოსდით იმიტომ, რომ ბანალურ კითხვებს სვამენ- „რატომ შეაჩერეთ ევროინტეგრაცია?“. არადა, ყველამ, მთელმა საზოგადოებამ იცის, რომ ჩვენ კი არ შევაჩერეთ, ეს ბატონმა ჰერჩინსკიმ... როცა განცხადება გააკეთა ივნისში, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას, რატომ?- იმიტომ, რომ დაგვსაჯეს იმიტომ, რომ ეროვნულ ღირებულებებს ვიცავდით და მეორე ფრონტი არ გავხსენით და არ შევეწირეთ სხვის ომს, ამის გამო გვსჯიდნენ და ამაზე გავაკეთეთ ჩვენ მაშინ განცხადება. ამის შემდეგ, ეს რომ არ ყოფილიყო საჯილდაო ქვა ამიტომ ვთქვით, რომ ჩვენ ამ სპეკულაციებს დავამთავრებთ, როცა საქართველო იქნება მზად- 2028 წელს. მანამდე, თუ ევროკავშირი გადმოდგამს ამ ნაბიჯს, დღესვე დავეთანხმებით მოლაპარაკებებს და გავხსნით. ეს ვთქვით, მაგრამ ეს ოპოზიციას არ აინტერესებს იმიტომ, რომ მათ სხვა პლატფორმა და სხვა ინტერესი აქვთ, რომ თავი გამოიჩინონ უაზრო კითხვებით”- განაცხადა ზარქუამ.