ირაკლი ქადაგიშვილი: საქართველოს არ შურს არავისი, მით უმეტეს, მოლდოვისა. ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ ხოლმე არა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვას ვეჯიბრებით, არამედ ევროჩინოვნიკების არარელევანტურ განცხადებებთან დაკავშირებით

ირაკლი ქადაგიშვილი

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მოლდოვის პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას აფასებს.

„საქართველოს არ შურს არავისი, მით უმეტეს, მოლდოვისა. როდესაც ჩვენ კომენტარს ვაკეთებთ, ვაკეთებთ ხოლმე არა იმასთან დაკავშირებით, რომ მოლდოვას ვეჯიბრებით, არამედ ევროჩინოვნიკების არარელევანტურ განცხადებებთან დაკავშირებით, როდესაც ისინი საქართველოს პროგრესს ადარებენ მოლდოვას ან უკრაინაში შექმნილ ვითარებას”, - განაცხადა ქადაგიშვილმა.

მოლდოვის პარლამენტის სპიკერი ფიქრობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოლდოვის შურს.

✕