ირაკლი ქადაგიშვილი - როგორც ჩანს, გახარიას პარტია ტაქტიკურად მოქმედებს, პარლამენტში შესვლაზე რომ არ ფიქრობდნენ და მომენტს არ ელოდებოდნენ, ​ჩახსნიდნენ სიებს და სპეკულაციებს დაასრულებდნენ

ირაკლი ქადაგიშვილი

როგორც ჩანს, გახარიას პარტია ტაქტიკურად მოქმედებს. ამიტომ, დაელოდებიან და ვითარების მიხედვით იმოქმედებენ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, პარლამენტში შესვლაზე რომ არ ფიქრობდნენ და მომენტს არ ელოდებოდნენ, სიებს ჩახსნიდნენ და სპეკულაციებს დაასრულებდნენ.

მათ დროში ლუფტი აქვთ და ამას ბოლომდე იყენებენ. ისინი ხომ ჩამოუყალიბებლები არიან, ამიტომ, ხან ბულინგის ეშინიათ, ხან გარედან მკაფიო დავალება არ არის. საბოლოო ჯამში, ალბათ, მაინც შემოვლენ. რომ არ ფიქრობდნენ შემოსვლაზე და მომენტს არ ელოდებოდნენ, სიებს ჩახსნიდნენ და სპეკულაციებს დაასრულებდნენ“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის რვა წევრი პარლამენტში შედის. თავად პარტიაში ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ.