8 მთავარი ნაშანი იმისა, რომ სისხლძარღვებში საშიში თრომბი გაქვთ
1757448877
კატარმა მკაცრად დაგმო ისრაელის მიერ დოჰაში განხორციელებული დარტყმა „ჰამასის“ ლიდერებზე და მას მშიშარა აქტი უწოდა.
კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მაჯედ ალ-ანსარიმ განაცხადა, რომ დარტყმის სამიზნე იყო „საცხოვრებელი შენობები, სადაც „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს რამდენიმე წევრი ცხოვრობდა“.
მისივე თქმით, „ეს დანაშაულებრივი თავდასხმა საერთაშორისო კანონებისა და ნორმების აშკარა დარღვევაა და სერიოზულ საფრთხეს უქმნის კატარელთა და კატარში მცხოვრებთა უსაფრთხოებას“.
ანსარიმ დასძინა, რომ კატარი „არ შეეგუება ისრაელის ამ უგუნურ ქცევას და რეგიონული უსაფრთხოების შერყევას, ასევე არცერთ აქტს, რომელიც მიზნად ისახავს მის უსაფრთხოებასა და სუვერენიტეტს“.