ირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციის პერსპექტივა ისეთია, რომ ჩამოიშალოს ეკონომიკა, რამენაირად პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევაზე საკითხები სკანდალურად წარმართონ

ირაკლი ქადაგიშვილი

ოპოზიციის პერსპექტივა ასეთია – ამ ქვეყანაში ეკონომიკა ჩამოიშალოს, რამენაირად მოსახლეობაში პოლარიზაცია კიდევ უფრო გამძაფრდეს და ეკლესიაში პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებული საკითხები სკანდალურად წარმართონ, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, საზოგადოებას შეიძლება, რაღაც უკეთესი უნდოდეს, მაგრამ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და ამ კლასტერში ის ხვალინდელ უკეთესობას ნამდვილად ვეღარ ხედავს.

„აქედან გამომდინარე, ნეგატივი, რომელიც მათ უხვად აქვთ გამეტებული საქართველოსთვის, საბოლოო ჯამში, უბრუნდებათ და უტრიალდებათ უკან. მათ ურთიერთობაში ეს ყველაზე კარგად აისახება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.