ირაკლი ქადაგიშვილი: აშშ-ის წინა ადმინისტრაციის გაფუჭებული საქმის შემოტრიალებას დრო სჭირდება, პროცესი დაწყებულია, იმასაც ვხედავთ, რომ კანდელაკები და მათი ძმანი ცდილობენ, ამას ხელი შეუშალონ

ირაკლი ქადაგიშვილი

ნუ შეგშურდებათ, გვიხარია, რომ სომხეთში ასეთი ვიზიტებია, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, რაც მეტად მყარი იქნება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით ფუნქცია გაიზრდება, ეს შუა დერეფნის სტაბილურობას უზრუნველყოფს.

„ზანგეზურის დერეფანი წინააღმდეგობაში არ არის შუა დერეფნის პოლიტიკასთან, პირიქით. რაც უფრო მყარი იქნება სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყნის თანამშრომლობა და დაკავშირებადობის თვალსაზრისით ფუნქცია გაიზრდება, ეს შუა დერეფნის სტაბილურობას უზრუნველყოფს. ამიტომ, ამ მიმართულებით არანაირი დაპირისპირება არ არის.

წინა ადმინისტრაციამ როგორ უმძიმეს ვითარებამდე მიიყვანა ქვეყნებს შორის ურთიერთობა, მოგეხსენებათ. ამ გაფუჭებული საქმის შემოტრიალებას დრო სჭირდება. ამ თვალსაზრისით პროცესი დაწყებულია, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამ პროცესის წინააღმდეგ კანდელაკები და მათი ძმანი ცდილობენ, რომ ხელი შეუშალონ. ქვეყანა ვითარდება, ამას ამერიკის ახალი ადმინისტრაცია უყურებს და აფასებს. საუბარი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ამერიკის სახელმწიფო მინისტრს შორის. ამის გაგრძელებაა ის სამუშაო შეხვედრები, რაც ქართულ-ამერიკულ მხარეს შორისაა“,- განაცხადა ქადაგიშვილმა.