ირაკლი ქადაგიშვილი: ახალაია იდეოლოგიურად ზუსტად ჯდებოდა 4 ოქტომბრის აქციის და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის კონტექსტში

ქადაგიშვილი

ახალაია იდეოლოგიურად ზუსტად ჯდებოდა 4 ოქტომბრის აქციის და ე.წ. მშვიდობიანი რევოლუციის კონტექსტში, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისი თქმით, ფაქტია და კადრებიც არსებობს, რომ ახალაიასთან სახლში იკრიბებოდნენ 4 ოქტომბრის ძალადობრივ აქციაში მონაწილე პირები.

„რა კონკრეტული ფუნქცია ეკისრებოდა, ან რას აკეთებდა კონკრეტულად, ეს გამოძიების დასადგენია. ზოგადად რომ იკრიბებოდნენ მასთან, ესეც ფაქტია და ეს კადრებიც ჩვენ ნანახი გვაქვს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

რა კავშირი ჰქონდათ, 4 ოქტომბრის დამხობის მცდელობის ორგანიზატორებს ბაჩო ახალაიასთან - ამ კითხვაზე პაატა ბურჭულაძემ გამოძიებას არ უპასუხა, მურთაზ ზოდელავამ კი აღნიშნა, რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებას არ მისცემს.