გალში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების მშობლები დაშორდნენ - ქრისტინე სორდია ვიდეომიმართვას ავრცელებს
1760384844
ტეილორ სვიფტი თავისი მსოფლიო ტურნეს, The Eras Tour-ის შესახებ, ექვსსერიან დოკუმენტურ სერიალს და საკონცერტო ფილმს Disney+-ის პლატფორმაზე გამოუშვებს.
Variety-ს ინფორმაციით, სერიალში სვიფტის მსოფლიო ტურის „ინტიმური ხედვა“ იქნება ნაჩვენები. ეპიზოდებში გამოჩნდებიან მომღერლის მუსიკოსები, ოჯახის წევრები და მეგობრები, მათ შორის ედ შირანი, საბრინა კარპენტერი და გრეისი აბრამსი.
საკონცერტო ფილმი Taylor Swift | The Eras Tour | The Final Show ტურნეს ბოლო კონცერტზეა გადაღებული, რომელიც ვანკუვერში გაიმართა. მასში შევა ალბომის Tortured Poets Department-ის საკონცერტო ნაწილიც, რომელიც მომღერლის ბოლოსწინა ალბომს ეძღვნება და შოუს უკვე ტურნეს დაწყების შემდეგ დაემატა.
ფილმისა და სერიალის პირველი ორი ეპიზოდის პრემიერა 12 დეკემბერს შედგება. ამის შემდეგ, პლატფორმაზე ყოველ ორ კვირაში ორი ახალი სერია გამოვა.
ტეილორ სვიფტმა 2023 წელს უკვე გამოუშვა საკონცერტო ფილმი, რომელიც ამ მსოფლიო ტურნეს ეძღვნება - Taylor Swift: The Eras Tour, თუმცა, მასში არ მოხვდა შოუს ბოლო ნაწილი, სადაც სვიფტი 2024 წლის აპრილში გამოშვებული ალბომის, The Tortured Poets Department-ის, სიმღერებს ასრულებდა.
The Eras Tour-ი 2023 წლის მარტში დაიწყო და 21 თვეს გაგრძელდა. ტურნეს ფარგლებში სვიფტმა 149 კონცერტი გამართა, რამაც მომღერალს $2 მილიარდის შემოსავალი მოუტანა. ეს ტურნე ისტორიაში ყველაზე შემოსავლიანი გახდა.