1761825060
ირაკლი კობახიძე: ვინმე თუ მოგვაწვდის ინფორმაციას, რომ სადღაც კორუფცია იყო, მზად ვართ, ჩავიხედოთ ყველაფერში, თვალს არ დავხუჭავთ, სადაც ეჭვები გვქონდა, ზომებიც მივიღეთ
 
                                                                გასული ორი წლის განმავლობაში უამრავი ზომა მივიღეთ, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, კითხვები არსებობდა ჩანაცვლებით თერაპიასთან, ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან დაკავშირებით და ამ მიმართულებით სახელმწიფომ შესაბამისი ზომები მიიღო.
„საერთოდ გავაუქმეთ კერძო სუბიექტების მიერ ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელების და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის პრაქტიკა. სადაც გვქონდა ეჭვები, იქ ზომებიც მივიღეთ. ამ ორი წლის განმავლობაში უამრავი ზომა მივიღეთ, რომ მაქსიმალურად აგვერიდებინა ყველანაირი საფრთხე, რომელიც დაკავშირებულია კორუფციასთან. ეს არის ჩვენი მიდგომა. არსად თვალს არ დავხუჭავთ, არაფერთან დაკავშირებით, ეს იყო წარსულში. დღეს არის თუ ხვალ, მოგვაწოდეთ ნებისმიერი ინფორმაცია, თუ გაქვთ ეჭვები კორუფციის შესახებ და მზად ვართ, ყველაფერში ჩავიხედოთ, ყველაფერში ჩავერიოთ და ყველაფერზე გაგცეთ პასუხი“, – განუცხადა ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა.
 
                                                     
                                                     
                                                    











