„თუ სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, ჩვენც გამოვცდით“ - ტრამპი მიწისქვეშა ბირთვული გამოცდების ჩატარებას არ გამორიცხავს

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ აშშ განაახლებს ბირთვულ გამოცდებს.

კითხვაზე, მოიცავს თუ არა ეს მიწისქვეშა ბირთვულ გამოცდებსაც, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ძალიან მალე გახდება ცნობილი.

„ძალიან მალე გაიგებთ, ჩვენ ვაპირებთ გარკვეული გამოცდების ჩატარებას“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მედიასთან საუბრისას.

ტრამპმა საკითხზე საუბრისას ასევე აღნიშნა: „სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას. ისინი თუ აკეთებენ, ჩვენც გამოვცდით“.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა 30 ოქტომბერს განაცხადა, რომ შეიარაღებულ ძალებს დაავალა, დაუყოვნებლივ განაახლონ ბირთვული იარაღის გამოცდის პროცესი 33-წლიანი პაუზის შემდეგ.