1792094214
ირაკლი კობახიძე: უმრავლესობის სხდომაზე დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი, რაიმე სიურპრიზი
ხვალინდელ სხდომაზე ჩვენ დაგეგმილი გვაქვს მიმდინარე საკითხების განხილვა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ არ იქნება რაიმე განსაკუთრებული, სპეციფიური საკითხი და რაიმე სიურპრიზი.
„განიხილება მიმდინარე საკითხები. ეს იქნება როგორც პოლიტსაბჭოს, ასევე საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა. ამ შეხვედრების შემდეგ საზოგადოებას წარვუდგენთ დეტალურ ინფორმაციას განხილულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა პრემიერმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 17 ოქტომბერს უმრავლესობის სხდომა გაიმართება.









