15 ქულის დაკლება და ფულადი ჯარიმა 2000 ლარი - რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა ახალ რეგულაციებზე
1754564735
თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას.
„თბილისის მერობის კანდიდატებზე რა გვარებიც ისმის, იმის გათვალისწინებით, კახი კალაძე მინიმუმ 60 პროცენტს აიღებს თითოეულ მათგანთან მიმართებით. ძალიან მარტივად არის აქ საქმე, არავითარი შანსები არ აქვს ოპოზიციას. თბილისის შემთხვევაში ჩვენი ამოცანაა პირველივე ტურში არჩევნების მოგება და ვფიქრობ, ყველაფრის გათვალისწინებით, ეს არის აბსოლუტურად რეალური“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.