1769284719
ირაკლი კობახიძე: საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით და არაფერს ამბობდნენ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს
თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს აშშ-ის ფედერალური საემიგრაციო ოფიცრების მიერ ორი პირის მკვლელობის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველგან არის ორმაგი სტანდარტები.
„გახსოვთ, რომ თავის დროზე ევროპული ბიუროკრატია გამოირჩეოდა საგანგებო განცხადებებით, საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. არაფერს ამბობდნენ იმ ძალადობრივ აქციებზე, რომლებიც წინ უსწრებდა ამ მოვლენებს და გახსოვთ, რომ უსამართლოდ ადანაშაულებდნენ ჩვენს სამართალდამცავებს კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით. ეს არის, რაც გვახსოვს ჩვენ ევროპული ბიუროკრატიისგან. ყველგან არის ორმაგი სტანდარტები. ეს არის ზოგადი კომენტარი, რაც შემიძლია გავაკეთო“, – განაცხადა პრემიერმა.









