UFC-ის სკანდალური საქმის ახალი დეტალები - დაკავებულია კიდევ ორი პირი
1782335648
მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ის არის იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც მოქმედებდა მთავრობა გასული წლების განმავლობაში.
„საჯარო სამსახურში ხელფასები გასული წლების განმავლობაში ყოველწლიურად, როგორც მოგეხსენებათ, 10%-ით იზრდებოდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ჯერ არ დაგვიწყია 2027 წლის ბიუჯეტზე მუშაობა, გამიჭირდება კონკრეტული პასუხის გაცემა, თუმცა მე ვფიქრობ, რომ ზოგადად მნიშვნელოვანია საჯარო მოხელეებმა უშუალოდ ისარგებლონ იმ ეკონომიკური ზრდით, რომელსაც იღებს ქვეყანა, მათ შორის პირველ რიგში საჯარო მოხელეების ძალისხმევის წყალობით. ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ზოგადად ქვეყნის განვითარება დიდწილად, სხვა მოქალაქეებთან ერთად დგას სწორედ საჯარო მოხელეებზე. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეკონომიკური ზრდით პირველ რიგში ისარგებლონ სწორედ საჯარო მოხელეებმა. აქედან გამომდინარე, მე ვიქნებოდი იმ მიდგომის გაგრძელების მომხრე, რა მიდგომითაც ვმოქმედებდით გასული წლების განმავლობაში, დანარჩენს შევადგენთ მომავალი წლის ბიუჯეტს და იქ ვნახავთ კონკრეტულ მონაცემს“, - განაცხადა პრემიერმა.