ირაკლი კობახიძე: მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას

 ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას, - განუცხადა შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს რაჭაში.

მისი თქმით, თუ არ იქნება რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს.

„მნიშვნელოვანია, რომ ALDE-ს ჰქონდეს სათანადო პოზიცია. მიუხედავად იმისა, რომ „ლელო“ არის ამ პოლიტიკური გაერთიანების წევრი, ობიექტურობა უნდა გამოარჩევდეს ამ საერთაშორისო პარტიულ ორგანიზაციას. ვნახოთ, დაველოდოთ, თუ არ იქნება არავითარი რეაგირება ALDE-ს მხრიდან, ეს იქნება იმის დასტური, რომ ALDE გულშემატკივრობს რადიკალურ ძალებს, განურჩევლად იმისა, თუ სად არის სიმართლე“, - განაცხადა პრემიერმა.