ირაკლი კობახიძე ლორა თორნტონსა და ჯო უილსონზე: კარგად იცით, როგორია მათი რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს

ირაკლი კობახიძე

ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჰელსინკის კომისიის მიერ საქართველოსთან დაკავშირებული მოსმენის საკითხზე კომენტირებისას, სადაც მომხსენებლები ლორა თორნტონი და ჯო უილსონი არიან.

როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, ლორა თორნტონი პრეზიდენტ ტრამპს უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია.

„ძალიან კარგად იცით, როგორია ამ ორი ადამიანის რეპუტაცია, როდესაც ამ ორ ადამიანს უსმენს ჰელსინკის კომისია, ეს თავისთავად ბევრ რამეზე მეტყველებს. გახსოვთ, მათ შორის, ქალბატონი ლორა თორნტონის განცხადებები პრეზიდენტ ტრამპთან დაკავშირებით, უკიდურესი ფორმით აყენებდა შეურაცხყოფას აშშ-ის პრეზიდენტს და ასეთ ადამიანს უსმენს ახლა ჰელსინკის კომისია. ეს, თავისთავად, ყველაფერზე მეტყველებს, ბუნებრივია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.