„მე ამას ვეღარ დავაფინანსებ...“ - UFC-ის პრეზიდენტის დენა უაითის სკანდალური განცხადება
1782339471
მნიშვნელოვნად გაძლიერდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტი და საანგარიშო პერიოდში იმაზე მეტი არალეგალი მიგრანტი იქნა გაძევებული ქვეყნიდან, ვიდრე გასული 10 წლის განმავლობაში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ამ მიმართულებით მუშაობა უნდა გაგრძელდეს.
„საორიენტაციოდ არის 20 000-მდე არალეგალი მიგრანტების რაოდენობა ჩვენს ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ჩვენი ამოცანაა, რომ ნულამდე დავიყვანოთ ეს მაჩვენებელი.
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის კვლევის თანახმად, საქართველო რჩება პირველ კალათაში ტრეფიკინგთან ბრძოლის კუთხით. განახლდა ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა შინაგან საქმეთა სამინისტროში. ავტოპარკი შეივსო 597 ახალი ავტოსატრანსპორტო საშუალებით. ჩვენს ოპონენტებს ჰგონიათ, რომ პოლიცია ურმით უნდა ებრძოდეს კრიმინალს, თუმცა ნუ ასე არ არის, საჭიროა, რა თქმა უნდა, მანქანების შეძენა. მიმდინარეობს 16 შენობის რეაბილიტაცია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით გასული წლის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ხელშესახები და ფუნდამენტური შედეგები, რაც დაეტყო მთლიანად გარემოს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.