რატომ ვსუქდებით „ნერვიულობაზე“ და როგორ დავამარცხოთ კორტიზოლის მუცელი – ნატა გაგუას რჩევები
1764795505
ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ამერიკის ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებას ეხებოდა, სადაც ის საუბრობს, რომ არაერთხელ, ევროპაშიც და უკრაინაშიც არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ კონკრეტული მიზნის მისაღწევად გამოყენებული.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის სპეცსამსახურების ჩართულობით.
„ამ შემთხვევაში საუბარია სპეცსამსახურების ჩართულობაზე, მანამდე ჩვენ ვსაუბრობდით USAID-ის და NED-ის ჩართულობაზე და ესეც დაადასტურა ტრამპის ადმინისტრაციამ, როგორ ხდებოდა მტრული მიზნებით კონკრეტული სქემების გამოყენება, მათ შორის ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ. გახსოვთ, რამხელა აჟიოტაჟი ატეხეს, როდესაც დავაინიცირეთ გამჭვირვალობის შესახებ კანონი. დღეს უკვე ამერიკული ადმინისტრაცია, მისი წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ კონკრეტული მექანიზმები, უცხოური დაფინანსების მექანიზმები გამოიყენებოდა მტრული საქმიანობისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესები წინააღმდეგ.
კიდევ ერთხელ, მინდა, შეგახსენოთ ის სამარცხვინო აჟიოტაჟი, რომელიც მაშინ შექმნეს ხელოვნურად კონკრეტულმა ელჩებმა, მედიასაშუალებებმა, პოლიტიკურმა პარტიებმა, NGO-ებმა – ეს იყო მტრული საქმიანობა საქართველოს სტრატეგიული ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს ინფორმაციაც, რომელიც გავრცელდა კონკრეტული მაღალჩინოსნის მხრიდან, არის კიდევ ერთი დადასტურება, რომ საქართველოს წინააღმდეგ, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გამოიყენებოდა კონკრეტული სქემები, მათ შორის სპეცსამსახურების ჩართულობით და მათ შორის კონკრეტული ორგანიზაციების ჩართულობით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
აშშ-ის არმიის გადამდგარმა პოლკოვნიკმა და სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა (2001-2005 წლებში), ლოურენს უილკერსონმა ისაუბრა, „როგორ იყენებდა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო (CIA) მედიასა და არასამთავრობო ორგანიზაციებს“.