ხანძარი გლდანში - რა ხდება ამ წუთებში ადგილზე
1786022075
გია ბარამიძის განცხადება არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.
მთავრობის მეთაურის თქმით, ამ განცხადებას სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია.
„ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება. „ნაცისგანაც“ კი არის მართლა ამაზრზენი ასეთი განცხადების მოსმენა, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას. ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია. სამარცხვინოა, ამაზრზენია ეს, რაც თქვა ამ კონკრეტულმა „ნაციონალმა““, – განაცხადა პრემიერმა.