17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
სისხლის სამართლებრივი ნორმები არ განარჩევს პოლიტიკოსებს და არაპოლიტიკოსებს, აქ საუბარია საქართველოს მოქალაქეებზე, რომლებიც შესაბამის ქმედებას ჩადიან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ კონსტიტუციური ორგანოების არაღიარების შესახებ კანონთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ აღნიშნა.
როგორც მთავრობის მეთაურმა განაცხადა, დისკრიმინაციული ვერ იქნება სისხლის სამართლის ნორმა და ის ერთმანეთისგან ვერ განასხვავებს პოლიტიკოსს და არაპოლიტიკოსს.
„ვერც ერთ გვარზე ვერაფერს გეტყვით, გვარებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი უწყება. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.