17 თებერვალს „ჩინური ახალი წელი“ დგება - წესები, რომელიც უნდა იცოდეთ
1771095331
ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შსს ძალიან აქტიურად მუშაობს. წელს ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან, - განაცხადა შს მინისტრმა გეკა გელაძემ მედიის წარმომადგენლებთან
მისი თქმით, დღეიდან მიგრაციის დეპარტამენტს აქვს ახალი შენობა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი და ის გათვლილია 150 თანამშრომელზე.
„ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამ მიმართულებით შსს ძალიან აქტიურად მუშაობს, როგორც საკანონმდებლო, სტრუქტურული, ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული განვითარების კუთხით. დღეს გვაქვს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა, რომელიც სრულად არის აღჭურვილი, როგორც თანამედროვე ტექნოლოგიური, ისე თანამედროვე სივრცეებით მოწყობილი. გათვლილია 150 თანამშრომელზე. მხოლოდ მიმდინარე წელს 400-ზე მეტი არალეგალია გაძევებული. მოგეხსენებათ, წინა კვირას საზოგადოებას მოვახსენე, რომ 2025 წელს 1300-ზე მეტი არალეგალი იქნა გაძევებული. რა თქმა უნდა ეს ჩვენი პრიორიტეტია და წელს ჩვენ ვგეგმავთ 4000-მდე არალეგალის გაძევებას ქვეყნიდან“, - განაცხადა გეკა გელაძემ.
შს მინისტრმა მიგრაციის დეპარტამენტის ახალი შენობა პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიერა.