ირაკლი კობახიძე: ჩვენს ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები და გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ ჩვენი პარტიის კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის

ირაკლი კობახიძე

ახალგაზრდული ყრილობა არის განსაკუთრებული თავისი მნიშვნელობით გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ გვაქვს დაგეგმილი, ფუნდამენტურად გავაძლიეროთ „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია, შევიტანოთ გარდამტეხი ცვლილებები ამ ორგანიზაციის საქმიანობაში და დღევანდელი დღე უნდა იქცეს ამის ათვლის წერტილად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალგაზრდების როლი ქვეყნის განვითარებაში არის განსაკუთრებულზე განსაკუთრებული.

„ჩვენ ქვეყანას ჰყავს გამორჩეულად ნიჭიერი ახალგაზრდები, პატრიოტი ახალგაზრდები და ჩვენ გვინდა, მაქსიმალურად გავაღოთ კარი ასეთი ახალგაზრდებისთვის. ჩვენი პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში, ზუსტად ეს პროცესი დაიწყება დღევანდელი დღიდან და ამას ეძღვნება დღევანდელი ყრილობა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.