ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას: თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8%-ში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54%-ში - პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები აღიარეთ, ერთი წელი გაგიჭირდათ, მაგრამ საბოლოო ჯამში, მოგიწიათ აღიარება

ირაკლი კობახიძე

 „ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54% და თქვენი დაფიქსირდა 8%, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრს, ბერდია სიჭინავას.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 8-პროცენტიან რეიტინგი უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში.

„რაც შეეხება, ვინ რა რეპუტაცია წაიღო, 8-პროცენტიან რეიტინგში, მერე უფრო შემცირდა 2025 წლის მუნიციპალურ არჩევნებში ამაში არის გამოხატული თქვენი რეპუტაცია, განსხვავებით „ქართული ოცნების“ რეპუტაციისგან. „ქართული ოცნების“ რეიტინგი არჩევნებში დაფიქსირდა 54 პროცენტი და თქვენი დაფიქსირდა 8 პროცენტი. თქვენი რეპუტაცია გამოხატულია 8 პროცენტში, ჩვენი რეპუტაცია გამოხატულია 54 პროცენტში. რაც დაფიქსირდა და თქვენც აღიარეთ პარლამენტში შემოსვლით არჩევნების შედეგები, გაგიჭირდათ ერთი წელი, მაგრამ საბოლოო ჯამში მოგიწიათ არჩევნების შედეგების აღიარება“, - განაცხადა პრემიერმა.