ირაკლი კობახიძე: ბაქოში ქართული დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში, ეს არის მნიშვნელოვანი პლატფორმა, გვქონდა სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან შეხვედრების შესაძლებლობა

ირაკლი კობახიძე

ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ბაქოში განუცხადა.

პრემიერის თქმით, აღნიშნულ პლატფორმას ქართული მხარე ქვეყნის ინტერესების რეალიზებისთვის გამოიყენებს.

„ბაქოში ჩვენი დელეგაცია მონაწილეობს მსოფლიო ურბანულ ფორუმში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმა, მონაწილეობენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები, მათთან გვქონდა ჩვენ ასევე გასაუბრების და შეხვედრების გამართვის შესაძლებლობა. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა ბაქოში, ჩვენს მეგობარ ქვეყანაში, აზერბაიჯანში ყოფნა. ამ პლატფორმას მაქსიმალურად ვიყენებთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ ჩვენი ქვეყნის ინტერესების რეალიზებაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.