1763753778
ირაკლი კობახიძე: ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ, მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს
ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლო, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ POSTV-ის ეთერში.
პრემიერის თქმით, საქართველოს აქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა და ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას.
„დაახლოებით ათჯერ და ოცჯერ არის გაზრდილი დიასპორასთან დაკავშირებული პროგრამების მოცულობა. ეს არის დამოკიდებულების გამოხატულება დიასპორის მიმართ. მთავარი, რაც ჩვენ გვსურს, ის არის, რომ ეს ადამიანები უნდა დაუბრუნდნენ სამშობლოს. დღეს, როდესაც 9,4%-ია ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელი, ნაკლები ინტერესია, რომ ადამიანი გერმანიიდან, ამერიკიდან, შვედეთიდან, დაბრუნდეს ქვეყანაში, მაგრამ ჩვენ გვაქვს სწრაფი ეკონომიკური ზრდა.
ჯერ კიდევ სამჯერ უკეთესად ცხოვრობენ გერმანიაში, საფრანგეთში დაახლოებით ორჯერ უფრო უკეთესად, მაგრამ დაახლოების პროცესი გრძელდება და რამდენიმე წელიწადში უკვე ძალიან დაუახლოვდება ერთმანეთს ჩვენი და კონკრეტული დასავლეთ ევროპული ქვეყნების ცხოვრების დონე. ამიტომ, ყოველწლიურად იზრდება იმის შანსი, რომ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლები დაუბრუნდნენ საკუთარ ქვეყანას და ამიტომ, ჩვენ უნდა ვიყოთ კონცენტრირებულები ეკონომიკურ განვითარებაზე, იმისათვის, რომ ეს ადამიანები საკუთარ ქვეყანას დაუბრუნდნენ“, - განაცხადა პრემიერმა.










