ირაკლი კობახიძე: აშშ-თან გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან, ოპტიმიზმს გვინარჩუნებს გზავნილები, რასაც კონკრეტულად მარკო რუბიოს მხრიდან ვისმენთ

ირაკლი კობახიძე

ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. გზავნილები, რასაც ვისმენთ ამ შემთხვევაში მარკო რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძემ კიდევ ერთხელ შეაფასა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს შორის საუბარი მილანში.

„ამ განცხადებებსა და გზავნილებს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გვინარჩუნებს ოპტიმიზმს იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება და ურთიერთობების თვისებრივად განახლება, რაც არის ჩვენი სურვილი. ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განცხადება. ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვსურს სტრატეგიული პარტნიორობის განახლება სუფთა ფურცლიდან კონკრეტული გზამკვლევით. ასეთი გზავნილები, რასაც ვისმენთ ამ შემთხვევაში,  კონკრეტულად რუბიოს მხრიდან, გვინარჩუნებს ოპტიმიზმს ამ ყველაფერთან დაკავშირებით. მიღებაზე იყო გასაუბრება, რაც გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში და ამ გასაუბრებამ ორივე მხარეს საკუთარი გზავნილების ერთმანეთთან გაზიარების საშუალება მისცა. ჩვენ მადლობელი ვართ ბატონი რუბიოსი, ეს გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ ვეყრდნობით უშუალო კომუნიკაციას, რომელიც შედგა ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პრეზიდენტს შორის. ეს არის ჩვენთვის საინტერესო. იქ მივიღეთ კონკრეტული გზავნილები, რაც კიდევ ერთხელ გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით. რამდენიმეწუთიან შეხვედრაზე დეტალები ვერ იქნებოდა განხილული. გაჟღერდა გზავნილი, რომელიც გვინარჩუნებს ოპტიმიზმს სტრატეგიული პარტნიორობის განახლებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.