ირაკლი კობახიძე აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და ევროკავშირის ელჩებს ხვდება.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

რობინ დანიგანთან, პაველ ჰერჩინსკისა და მარკ კლეიტონთან შეხვედრის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია შეხვედრის დასრულების შემდეგ გავრცელდება.