დაურ ბუავას ყოფილი ცოლი დუმილს არღვევს
1789328696
ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა დაადასტურა.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ ჯერ კიდევ 2012 წლიდან მოყოლებული, უამრავი როტაცია განხორციელდა ხელისუფლებაში, ჩვენს გუნდში, თუმცა ერთადერთი რამ, რაც ამას მოჰყვებოდა ხოლმე, იყო გუნდის გაძლიერება. როტაცია ყოველთვის იყო მიმართული გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებისკენ და ამის პრაქტიკული შედეგები უამრავჯერ ვიხილეთ, ხომ? მათ შორის ამის პრაქტიკული შედეგი იყო არაერთი მოგებული არჩევნები. გუნდს მუდმივად სჭირდება გაჯანსაღება, მუდმივად სჭირდება როტაცია. ეს როტაცია ხორციელდება ხოლმე სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის პირადი მიზეზით, გაჯანსაღების მიზეზით, სხვადასხვა მიზეზით და ერთადერთი შედეგი, რასაც ვიღებთ ამ როტაციების საფუძველზე, იყო გუნდის ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. არაერთმა მოგებულმა არჩევნებმა ეს დაადასტურა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.