ირაკლი კობახიძე: რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება, ერთიან სამინისტროდ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება

კობახიძე

რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რაც შეეხება კულტურის მინისტრს, პრემიერის თქმით, სიახლე უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

„რეგიონული მინისტრის თანამდებობა გაუქმდება. ერთიან სამინისტროდ – რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროდ გაერთიანდება, შესაბამისად  სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ გვექნება მთავრობის შემადგენლობაში. რაც შეეხება კულტურის მინისტრს, სიახლეს უახლოეს დღეებში, მომავალში გაიგებთ“, – განაცხადა პრემიერმა.