ირაკლი კობახიძე: 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება პენსიების 200 ლარით გაზრდას, რას მოაკლებდით ამ თანხას - ჯარისკაცები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები, სუსი შევამციროთ და მათ მოვაკლოთ ხელფასები, ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? ამაზე პასუხი ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ

 ირაკლი კობახიძე

თუ იცის ბატონმა ლევანმა რამდენია დღეს ქვეყნის ბიუჯეტი, რამდენი სჭირდება პენსიის მომატებას 200 ლარით? ამას თუ იტყვის, მერე თქვას, რას მოაკლებდა ამ თანხას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „დებატებში“ ლევან გოგიჩაიშვილის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პენსიების ზრდას შეეხებოდა. 

მთავრობის მეთაურის თქმით, 2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება,რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით და პასუხი კითხვაზე, თუ რას უნდა მოაკლდეს ეს თანხა, ოპონენტისგან ვერ მიიღო.

„2 მლრდ-ზე მეტი სჭირდება, რეალურად, პენსიების გაზრდას 200 ლარით. მარტივად დავსვი კითხვა - რას მოაკლებდა. რომ ავიღოთ მთელი სუს-ის ბიუჯეტი და სუს-ში უამრავი ადამიანია დასაქმებული, იქ ხელფასები გაიცემა. ხელფასები 3 მლრდ 420 მლნ-ია საჯარო სამსახურში. ამის ძირითადი ნაწილი არის პოლიცია, ძალოვანი სტრუქტურები, თავდაცვის სფერო. რას მოაკლებდა ლევან გოგიჩაიშვილი? ჯარისკაცები შევამციროთ, ჯარისკაცებს ხელფასები მოვაკლოთ, თუ პოლიციელები შევამციროთ და მათ ხელფასები მოვაკლოთ. თუ იგივე სუს-ი შევამციროთ და ხელფასები მოვაკლოთ. თქვენ იცით, რომ საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა, საერთაშორისო რეიტინგებით არის აღიარებული, მაღალი სანდოობით მოსარგებლე საერთაშორისო რეიტინგებით და სუს-ი უნდა გავაუქმოთ, რომელიც ამ უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი? სულ რომ გააუქმო, შეიძლება მაინც არ ეყოს პენსიების გაზრდას 200 ლარით. ამიტომ მარტივი კითხვა დავსვი, არა დემაგოგიურად, არამედ კონკრეტულად უნდა გვიპასუხონ - რომელ სფეროს მოაკლებენ, განათლებას, სოციალურს, რომელიც არის ბიუჯეტში 34%, მესამედზე მეტი ბიუჯეტისა ხმარდება ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხებს. ჯანდაცვას მოაკლებდნენ, სოციალურ საკითხებს, განათლებას, კულტურას, სპორტს, თუ რას? პასუხი ამაზე ვერ მივიღე, შესაბამისად, შეგვიძლია თემა დახურულად ჩავთვალოთ,“- განაცხადა პრემიერმა.