შავი ზღვის სანაპიროზე ორი გიგანტური ქარბორბალა გამოჩნდა
1754303643
ყოველთვის ვმიჯნავთ ამიტომ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებაზე საუბრისას.
„საქართველო დე ფაქტო უკვე დგას ამ ყველაფრის წინაშე. როდესაც ვაინიციირებდით ოჯახური ღირებულებების შესახებ, გამჭვირვალეობის კანონს, გვესაუბრებოდნენ, რომ თურმე ოჯახური ღირებულებები ანტიდასავლური, ანტიევროპული და ანტიდემოკრატიული ყოფილა. თურმე ლგბტ თემის პროპაგანდაზე გადის ევროპული გზა. ყოველთვის ვმიჯნავთ ამიტომ ევროპას, ევროპულ ფასეულობებს და ღირებულებებს იმ არარჩეული ბიუროკრატებისგან და „დიფ სთეითის“ მიერ ხელდასხმული პოლიტიკოსებისგან, რომელთაგან უსამართლო დამოკიდებულებები მოდის“, - აღნიშნა კირცხალიამ.
შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, ულფ კრისტერსონმა განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის ფარგლებში უკრაინამ უნდა დაარეგულიროს ერთნაირსქესიანი პარტნიორობა და ლგბტ საზოგადოების სრული სამართლებრივი დაცვა უზრუნველყოს.