ირაკლი კირცხალია: ორმაგი სტანდარტი - ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე

ირაკლი კირცხალია

ორმაგი სტანდარტი - ეს არის დღეს ევრობიუროკრატების რეალური სახე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.

„ხშირად ვსაუბრობთ როგორ შეიძლება ეს რიტორიკა შეიცვალოს და რას აკეთებს საქართველო ამ რიტორიკის შესაცვლელად - საქართველო აკეთებს ყველაფერს, რაც თავის ქვეყნის ინტერესებს შეესაბამება და რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის.

კითხვა ჩნდება რას აკეთებს ევროპა და ევროკავშირი ჩვენს ქვეყანასთან მიმართებით - აკეთებს სწორედ იმ უსტანდარტობას, რა უსტანდარტულობის ნიაღვარიც ჩვენ ვნახეთ ბოლო წლების განმავლობაში. თავს ესხმის ჩვენს სახელმწიფოებრიობას, თავს ესხმის ჩვენს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებელობას, თავს ესხმის ყველა ინსტიტუტს, რომელიც არის გარანტი დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის“, - აღნიშნა კირცხალიამ.

✕