„აღარ გვყავს ჩვენი ლამაზი მარიკუნა...“ - ხაშური-ბორჯომის გზაზე მომხდარი მძიმე ავარიის ახალი დეტალები
1795034349
ურტყამენ ყველაფერს, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.
მისივე თქმით, ხელისუფლების რეაგირება ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირების მიერ ჩადენილ დანაშუალზე პასუხისმგებლიანი პოლიტიკის დასტურია.
„კორუფციის ფაქტი გამომღჟავნდება და სახელმწიფოს ამაზე აქვს რეაგირება, არ აქვს მნიშვნელობა ყოფილი თანამდებობის პირია თუ მოქმედი.
აი, კონკრეტული საკითხი, სადღაც რაღაც ჯგუფი, რომელიღაც ქვეყანაში აყალბებს საბუთს, გამოიძიეს ეს ყველაფერი. ეს როგორ უნდა შემომიტრიალო მე, ხელისუფლებას? ხელისუფლებას რა უნდა შეუტრიალო იცით, რასაც უტრიალებდა ყვველა ღირსეული ძალა 2012 წლამდე, როდესაც საქმეს კერავდნენ, რეალური დამნაშავეები რა პირობებში ჰყავდათ.
ყველაფერს ურტყამენ იმას, რაც რეალურად დემოკრატიულია, რაც პასუხისმგებლიანმა ხელისუფლებამ უნდა აკეთოს და აკეთებს. კორუფციას ვებრძვით და არანაირი ინდულგენცია არ არსებობს. ნებისმიერმა ადამიანმა შეიძლება ჩაიდინოს დანაშაული, ამაზე რეაგირება როცა აქვს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას ეს როგორ შეიძლება ხელისუფლების წინააღმდეგ შეატრიალო?“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.