„პირველად ვამბობ ამას… ესენი არიან მატყუარა არსებები..." - გოგა მანია
1770582209
ჩვენი ხელისუფლება მზად არის გადავიდეს ჩვენს ისტორიულად სტრატეგიულ პარტნიორთან თვისობრივად ახალ ურთიერთობაზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებისა და აშშ-ის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნების შეხვედრასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, გაჟღერდა მნიშვნელოვანი მესიჯები და ახლა საჭიროა დაველოდოთ რა ნაბიჯებს გადადგმას ტრამპის ადმინისტრაცია.
„რაც შეეხება ამ შეხვედრას, ცალსახად მისასალმებელია და ძალიან პოზიტიური მოვლენაა. ძალიან პოზიტიური მესიჯებია [აშშ-ის] ადმინისტრაციის უმაღლესი თანამდებობის პირების მხრიდან.
რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ეს ძალიან კარგად არის ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის, ახალი ადმინისტრაციისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხელისუფლება მზად არის თვისობრივად ახალი ურთიერთობებისთვის აშშ-სთან.
გამოსაყოფი და ხაზგასასმელია ამ შეხვედრებიდან გამომდინარე, რომ გაჟღერდა მათი მხრიდან, რომ რეალურად მათ დახვდათ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა, არა ზოგადად, არამედ საქართველოსთან მიმართებით.
დაველოდოთ მოვლენების განვითარებას თუ როგორ განვითარდება ორ ქვეყანას შორის, თამამად შემიძლია ვთქვა -ორ სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობები. ის დაზიანებული ურთიერთობები, როგორ აღდგება, რომელიც დააზიანა წინა ადმინისტრაციამ, რაც პირდაპირ და ხაზგასმით აღნიშნეს ჩვენმა ამერიკელმა მეგობრებმა“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
საქართველოს პრეზიდენტი და საგარეო საქმეთა მინისტრი, მილანში ტრამპის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს შეხვდნენ. მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, მარკო რუბიოს და ჯეი დი ვენსს ესაუბრნენ.