1752608534
ირაკლი კირცხალია ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე: ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო

ძალიან კარგად იცის ყველამ არა მხოლოდ ბატონი ელისაშვილის, არამედ იმ გუნდის წარსული და აწმყო. საზოგადოება მიიღებს გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ ალეკო ელისაშვილის შესაძლო მერობის კანდიდატობაზე საუბრისას.
„რაც შეეხება იმ ბატალიებს, იმ უნიჭო სპექტაკლის გაგრძელებას, რასაც ვხედავთ და იმ სცენარის ყურმოჭრილად შესრულებას „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მხრიდან, კარგად ვიცით, რომ ეს არის დივერსიფიცირების სცენარის ნაწილი და ე.წ. რებრენდინგის ნაწილია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.
არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი თბილისის მერობის კანდიდატი იქნება და მას „ლელო“ და გახარიას პარტია წარადგენენ, რომლებიც, თავის მხრივ, იმ ოპოზიციური პარტიების კრიტიკის სამიზნეები არიან, რომლებიც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობაზე უარს ამბობენ. მმართველი გუნდის განცხადებით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ გახდება მათი ოპონენტების კანდიდატი, თუმცა თუ ის ალეკო ელისაშვილი იქნება, ეს კიდევ ერთხელ სათანადოდ წარმოაჩენს ოპოზიციას.