წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი
1773687967
99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ - დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში, - განაცხადა „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.
მან ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები შეაფასა.
მისივე თქმით, ბრიუსელის ბიუროკრატიის მხრიდან ობიექტურობის მოლოდინი არ აქვს.
„თუ სადმე დემოკრატიის უკუსვლაა, თუ სადმე ღირებულებითი უკუსვლაა, ეს არის სწორედ „დიფ სთეითის“ ის მანქანა, რომელიც ასე მძვინვარებს დღეს ბრიუსელსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურ რეჟიმში, თუ რეალურად რა რეაქციები აქვს იქ საზოგადოებას, მათი ამ არასწორი მმართველობის გამო“, - განაცხადა კირცხალიამ.
მან საუბრისას გაიხსენა ტელეკომპანია TMC-ს გადაცემაში Quotidien გასული სიუჟეტი, თუ როგორ ვერ პოულობდა რუკაზე ზოგიერთი ევროპარლამენტარი ირანს, სადაც დღეს კონფლიქტი მიმდინარეობს.
„დარწმუნებული ვარ, როდესაც ჩალის ფასად ქცეულ რეზოლუციებზე ვსაუბრობთ, 99%-ს რომ ჰკითხო, სად არის საქართველო, დარწმუნებული ვარ, ვერ გიპასუხებენ. დარწმუნებული ვარ, კარგი საექსპერიმენტო ჟურნალისტური გამოკითხვა შეიძლება ჩატარდეს ევროპარლამენტის დერეფნებში.
დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე დაუკვირვებლად, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ დღის წესრიგში შეცურებული რეზოლუციებითა თუ განცხადებებით შემდეგ ხდება, აქაური აგენტურის მხრიდან კვირიდან კვირამდე თუ თვითან თვემდე ციფრებით მანიპულაცია; იმ ჯგუფების მიერ, რომელი ჯგუფებიც პირდაპირ იდენტიფიცირებული არიან, როგორც კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ პარტაქტივი და ამას ისინი ბოლო წლებია, არ მალავენ“, - განაცხადა კირცხალიამ.
ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელზეც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს საკითხიც განიხილეს.