დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.
წამყვანმა მას მიხეილ სააკაშვილის განცხადების შეფასება სთხოვა.
„ერთი მთავარი უბედურება მათი [ოპოზიციის] პატრონების ის არის, რომ მიხეილ სააკაშვილისნაირ პერსონებზე აკეთებენ კვლავ აქცენტს. ესეც მიუთითებს მათ დღევანდელ მდგომარეობას, რომ სრულიად განიარაღებულები არიან და სხვა დასაყრდენს ფიზიკურად ვერ ნახულობენ. სააკაშვილის განცხადებაში იკვეთება, რომ ამ ადამიანებისთვის ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ფიქრობს საქართველოს მოქალაქე, რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას განვითარებისთვის, რა პოლიტიკის წარმართვაა მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი სუვერენული უფლებები დავიცვათ სხვებთან ურთიერთობაში. ამ ადამიანებისთვის მთავარია რას დაავალებენ გარედან უცხოელი პატრონები და რა პოლიტიკა იქნება მათი მხრიდან დაყენებული დღის წესრიგში. შესაბამისად, სააკაშვილის განცხადება მორიგი დასტურია იმისა, რომ ამ ადამიანებს [ოპოზიციას] გაცილებით აინტერესებთ, რა დავალებები მოდის გარედან, ვიდრე ის, თუ რა ხდება ქვეყანაში და რა სჭირდება ჩვენს თანამოქალაქეებს, რომ უკეთესი ხვალინდელი დღე იყოს ქვეყანაში“, - აღნიშნა ხელაძემ.
მიხეილ სააკაშვილი ამტკიცებს, რომ ამერიკელმა და ევროპელმა ექსპერტებმა ოპოზიციას გადარჩენის ერთადერთ საშუალებად, სააკაშვილი დაუსახელეს. კრიზისში მყოფი ოპოზიციის მდგომარეობიდან გამოსვლის ერთადერთი შანსი, პატიმრის განცხადებით, მხოლოდ მასთან ერთიანობაა. პარტნიორებთან შეხვედრაზე ყოფნას უარყოფს „ლელო“, თუმცა პარტიაში იმას ადასტურებენ, რომ სხვადასხვა საკითხზე რჩევებს სწორედ უცხოელებისგან იღებენ.