ირაკლი ხელაძე ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: როგორ შეიძლება გამჭვირვალობა საქართველოში იყოს რუსული და ევროკავშირში ის აზღვევდეს რაღაც გარკვეულ საფრთხეებს, რომელიც სხვა ქვეყნებისგან მომდინარეობს?!

ირაკლი ხელაძე

ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია - როგორ შეიძლება გამჭვირვალობა საქართველოში იყოს რუსული და ევროკავშირში ის აზღვევდეს რაღაც გარკვეულ საფრთხეებს, რომელიც სხვა ქვეყნებისგან მომდინარეობს?!, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.

მან გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებისას საქართველოში მიმდინარე მოვლენები გაიხსენა. ხელაშვილმა ევროკავშირის მიერ ამჯერად გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებას ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი უწოდა.

„ეს ყველაფერი არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა საქართველოში იყოს რუსული და ევროკავშირში ის აზღვევდეს რაღაც გარკვეულ საფრთხეებს, რომელიც სხვა ქვეყნებისგან მომდინარეობს?! ეს მიდგომა ვერ იქნება მისაღები. ჩვენ ძალიან ხშირად ვსაუბრობთ იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ 2022 წლიდან - მას შემდეგ, რაც რუსეთ-უკრაინის ომი აქტიურ ფაზაში შევიდა, აქტიურად საუბრობს ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე. დღევანდელ ევროპულ ბიუროკრატიას ნელ-ნელა, ირიბად თუ პირდაპირ, მაინც უწევს იმის აღიარება, რომ საქართველოში ნებისმიერი პროცესი, რომელიც მიმართული იყო ჩვენი სუვერენიტეტის, ეროვნული ინტერესების დაცვაზე და დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდაზე, ემსახურებოდა მხოლოდ ერთადერთ მიზანს და ყველა ნაბიჯი იყო დემოკრატიული“, - აღნიშნა ხალაძემ.

ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.