ირაკლი ხელაძე ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი

ირაკლი ხელაძე

 რაზეც გვსაყვედურობდნენ გარკვეული პერიოდის წინ, რასაც უწოდებდნენ არადემოკრატიულს, რუსულს დღეს უკვე იმის განხორციელება თვითონ დაიწყეს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ხელაძემ.

დეპუტატი გამოეხმაურა ევროპარლამენტის ახალ დირექტივას, რომლითაც ევროკავშირში გამჭვირვალობის რეგულაციები მკაცრდება.

„ეს არის ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითი. რაზეც გვსაყვედურობდნენ გარკვეული პერიოდის წინ, რასაც უწოდებდნენ არადემოკრატიულს, რუსულს დღეს უკვე იმის განხორციელება თვითონ დაიწყეს. ეს არის იმ პოლიტიკური ფარსის ნაწილი, რასაც ამდენი წელია ქართული საზოგადოება უყურებს“, - აღნიშნავს ხელაძე.

ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.