1764264730
ეკა სეფაშვილი ევროკავშირში გამჭვირვალობის კანონის გამკაცრებაზე: მისასალმებელია, რომ როგორც იქნა, გაბედეს მსგავსი რეზოლუციის მიღება
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ ევროკავშირი გამჭვირვალობის რეგულაციებს ამკაცრებს. მისი შეფასებით, ეს ფაქტი მისასალმებელია.
„მისასალმებელია, რომ როგორც იქნა გაბედეს მსგავსი კანონის და მსგავსი რეზოლუციის მიღება. მათ სწორედ იმ პერიოდიდან უნდოდათ მსგავსი კანონმდებლობის მიღება, როცა „ხალხის ძალამ“ დავაინიცირეთ ეს კანონპროექტი, მაგრამ ვერ მოახერხეს ევროკავშირში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების და იგივე გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელებული ზეწოლის გამო, რომელთაც არ აწყობთ გამჭვირვალობა“, - აცხადებს სეფაშვილი.
ევროკავშირმა გამჭვირვალობის კანონი გაამკაცრა - ახალი დირექტივა ისეთ საქმიანობებზე ვრცელდება, რომლებიც ევროკავშირის პოლიტიკის, კანონმდებლობის ან გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას ისახავს მიზნად.











