1764274437
ტრამპი: ვენესუელელი ნარკოდილერები ზღვით აღარ შემოდიან, ეს თითქმის შევაჩერეთ და ახლა მათ შეჩერებას ხმელეთზეც დავიწყებთ
აშშ ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად ძალიან მალე დაიწყებს ხმელეთზე ზომების მიღებას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
აშშ-ის სამხედროებთან საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ქვეყნის ძალებმა „თითქმის შეაჩერეს“ ნარკოტიკებით საზღვაო ვაჭრობა.
„ბოლო კვირების განმავლობაში თქვენ მუშაობდით ვენესუელელი ნარკოდილერების შესაჩერებლად. რა თქმა უნდა, ისინი ზღვით აღარ შემოდიან, ალბათ შენიშნეთ. ეს თითქმის შევაჩერეთ. მათ შეჩერებას ხმელეთზეც დავიწყებთ. ხმელეთზე უფრო ადვილია, ეს ძალიან მალე დაიწყება. მათ ვაფრთხილებთ: შეწყვიტეთ ჩვენს ქვეყანაში შხამის გამოგზავნა“, – განაცხადა ტრამპმა.











