იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ძალადობდა პოლიციელებზე და გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე შტურმით დაეკავებინა, იდენტიფიცირებული იქნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ ნაძალადევის რაიონის დელეგატმა ირაკლი ხელაძემ „დღის ქრონიკაში“ შსს-ს თანამშრომლების მიერ 4 ოქტომბრის დანაშაულთან დაკავშირებით დაკავებებთან დაკავშირებით.
„თავის თავს უნდა დააბრალონ ის მდგომარეობა, რაშიც აღმოჩნდნენ. ერთი ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაძახებულზე გავიდნენ, რომელმაც ხელისუფლების დამხობა დააანონსა ქვეყანაში, რევოლუციური სცენარი და ამ მოწოდებას აჰყვნენ. შესაბამისად, ახლა უნდა გაიზიარონ ის პასუხისმგებლობა, რაც კანონთან დაკავშირებით ექნებათ.
დარწმუნებული ვარ, რომ ყველა დამნაშავე, რომელიც ძალადობდა პოლიციელებზე და გადაწყვეტილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლე შტურმით დაეკავებინა, იდენტიფიცირებული იქნება. რაოდენობას შემდეგისთვის პრევენციული მნიშვნელობა აქვს. ერთხელ და სამუდამოდ ჩვენს ქვეყანაში უნდა დასრულდეს მსგავსი სცენარების განვითარება. სახელმწიფო უნდა იყოს ძალიან მკაცრი და კატეგორიული აღნიშნულთან დაკავშირებით.
ძალიან დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოვლენილი პირებისათვის. გარდა იმისა, რაც ხდებოდა თავისუფლების მოედანზე, რა გაგრძელებაც მოჰყვა პრეზიდენტის სასახლესთან, სუს-ი ამის გარეთაც აწარმოებს გარკვეულ გამოძიებებს, ადგენს სავარაუდო მონაწილე პირთა წრეს, რომელიც ორგანიზებაში იყო ჩართული და დარწმუნებული ვარ, რომ ამ მიმართულებითაც გვექნება ბევრი სიახლე“, - აღნიშნა ხელაძემ.